მარტი 548
en

კინოსიუჟეტი „საზამთრო არდადეგების დღეებში“, 1953 წელი

სიუჟეტი შესულია კინოჟურნალ „ნორჩი თაობის“ 1953 წლის პირველ გამოშვებაში და მოგვითხრობს მოსწავლე-ახალგაზრდობის დასვენებასა და სათხილამურო წვრთნებზე დაბა ბაკურიანში.

კინოჟურნალი „ნორჩი თაობა“ გამოდიოდა 1947-1954 წლებში (შემდგომში სახელი შეეცვალა და ეწოდა კინოჟურნალი „პიონერი“). მასში ასახული იყო საბჭოთა ახალგაზრდობის აქტივობები - სწავლა, მუშაობა, დასვენება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.