მარტი 548
en

კათალიკოს დოროთეოზ ΙΙΙ-ის წიგნი იტრიის ეკლესიისათვის

„ ... პატიოსანი თვალთ-შეუდგამი მონასტერი ამიშენებია ... მრავალნი ჭირნი და იწროებანი მომითმენია ... “- დოროთეოზ კათალიკოსი

კათალიკოს დოროთეოზ ΙΙΙ-ის წიგნი იტრიის ეკლესიისათვის ყმა-მამულისა და საეკლესიო ნივთების შეწირულების შესახებ, 1589-1595 წლები (ეტრატი, გრაგნილი).

საბუთს ახლავს მხატვარ აკაკის მიერ შესრულებული მინიატურა, რომელზეც გამოსახულია ჩვილედი ღვთისმშობელი, ასევე დოროთეოზ კათალიკოსი. მინიატურას ახლავს შემდეგი მინაწერით: „მხატვრისა აკაკისთვის შენდობა ბძანე, მეუფეო“.

დოროთეოზ III აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, დაახლოებით, 1589-1595 წლებში. მან მეფე გიორგი IX-ისგან (1525-1527 წლებში) შეიძინა ,,დიდის ფასითა” სურამთან ახლოს მდებარე სოფელი იტრია და სოფელში არსებული ყოვლადწმინდის დანგრეული ეკლესიის ნაცვლად ააგო საძვალე ,,მონასტერი ესე კარგი, დიდი და პატიოსანი“. მისი კათალიკოსობა სვიმონ I-ის მეფობას ემთხვევა.

წარმოდგენილი საბუთის მიხედვით დოროთეოზს აღუდგენია შაჰ-თამაზის შემოსევების შედეგად დანგრეული იტრიის ტაძარი და უხვად შეუწირავს ყმა-მამული და საეკლესიო ნივთები.