აპრილი 548
en

გილიომ დელილის შედგენილი რუკა

კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა ფრანგმა კარტოგრაფმა, პარიზის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრმა, კასინის მოწაფემ და ლუდოვიკო XV-ის გეოგრაფიის მასწავლებელმა გილიომ დელილმა მე-18 საუკუნის დასაწყისში შეადგინა. რუკის უმთავრესი საფუძველია სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1713-1716 წლებში პარიზში ლუდოვიკო XIV-ის (1638-1714) სამეფო კარზე ჩატანილი მასალა, რაც საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების კატროგრაფიულ ინფორმაციას მოიცავდა.

მოგვიანებით, ამ მასალას სპარსეთში ნამოღვაწარი სამი ელჩის - კრუზიუსის, ზურაბეკისა, ფაბრიციუსის და სხვათა დახმარებით, გილიომ დელილმა დაუმატა  ჩრდილოეთ კავკასია და კასპიისპირეთი დაუმატა.

რუკა 1723 წელს პარიზში გამოსცა.