მარტი 548
en

ფოტოსესია მე-19 საუკუნის თბილისში

კვირის დოკუმენტი უჩვეულო და სახალისო ფოტოს წარმოგიდგენთ.

ჩოხაში გამოწყობილი თავმომწონე მამაკაცი და ჯორზე ამხედრებული ქალბატონი კეკლუცად მომარჯვებული ქოლგით საგანგებო ფოტოსესიას ატარებენ.

თუმცა ფოტოს მთავარი „ინტრიგა“ მაინც ჯორის უკან ჩანს: ასეთი მომზადებული ფოტოსესიის ფონზე წამოწოლილი ადამიანი სულაც არ დაგიდევთ არც ჯორს, არც სერიოზულ მამაკაცსა და არც ქოლგამომარჯვებულ კოხტა ქალბატონს. ან დუქანში კარგად შეზარხოშდა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, ან სულაც დადგეს ასეთი სცენა. ვინ იცის?!

თბილისი, 1870 წელი.