აპრილი 548
en

ანბანდიდი სახარება - ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი

ანბანდიდი სახარება - ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი

192 ფურცელი; ეტრატი; ასომთავრული; ზომა: 32.7x22. თავნაკლულია; თავიდან ბოლომდე ასომთავრულით ნაწერი, ყავისფერი მელნით; შემორჩენილია ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად; საზედაო გრაფემები - სინგურით. ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარება შიგადაშიგ გაფორმებულია მარტივი შემკულობებით, მათ შორისაა წითელი და შავი მელნით შესრულებული გოლგოთის ჯვარი. რედაქციული თვალსაზრისით, ანბანდიდი სახარება პროტოვულგატას ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს და ქრისტიანული კულტურის საუცხოო ნიმუშია.