აპრილი 548
en

"აკაკის აკვანის" გადასაღები მოედანი

„აკაკის აკვანის“ გადასაღები მოედანი. ელიოტ რუზველტი (აშშ-ის პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ვაჟი), მისი მეუღლე, ჰოლივუდის ვარსკვლავი ფეი ემერსონი, რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი და მსახიობები: სპარტაკ ბაღაშვილი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე და ომარ ჩიტაია.

1945 წელი, თბილისის კინოსტუდია.

 

მხატვრული ფილმი „აკაკის აკვანი“ ეკრანებზე 1947 წელს გამოვიდა. დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი; სცენარის ავტორი: ლევან ასათიანი, კონსტანტინე პიპინაშვილი; დამდგემლი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი; დამდგმელი მხატვარი: დავით კაკაბაძე; კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი; ხმის რეჟისორი: ალექსი დოლიძე. ფილმი გადაღებულია აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალის“ მიხედვით.