დეკემბერი 548
en

სტუდენტურ სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მსურველთა კონკურსი

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივ სტუდენტურ სამეცნიერო პროექტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა მონაწილეობის მსურველთათვის კონკურს აცხადებს.

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში გამოიკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია.

ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე  - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა.

კონკურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ წყაროების მოძიება და დამუშავება,  დოკუმენტების დედნებთან მუშაობა, მოძიებული და დამუშავებული მასალის მიხედვით საკვლევი თემის აწყობა, საკვლევი თემატიკის ანალიზი და დასკვნების გაკეთება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოქმედ სტუდენტებს. მათ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ საპროექტო წინადადება, რომელშიც მითითებული იქნება კვლევის თემატიკა, მისი მნიშვნელობა და საჭიროება, ასევე  აპლიკანტის მიერ დაწერილი სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე.

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა სამი კანდიდატი. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ისინი 2019 წლის 13 იანვარიდან 17 მარტამდე იმუშავებენ.

ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 ლს დაფუძნდა და უკვე მესამედ ხორციელდებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/studenturi-sametsniero-proekti-2019-2020-tsts-1.