ოქტომბერი 548
en

ანალიტიკურ-მეთოდიკური განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • საქართველოში საარქივო საქმის მდგომარეობის, განვითარების ტემპებისა და ხარისხის, ეროვნული არქივის საქმიანობის შესწავლა; მიღებული მონაცემების ანალიზი და განზოგადება, ეროვნული არქივის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნების მომზადება, წინადადებების შემუშავება, ეროვნული არქივის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით;
  • საარქივო საქმის დაგეგმვისა და ანგარიშგების დარგობრივი სისტემის შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა, შრომის ნორმირების ორგანიზაცია და კონტროლი;
  • საქართველოში საარქივო საქმის განვითარების პერსპექტიული პროგრამებისა და მიმდინარე (წლიური) გეგმების შემუშავება და დასამტკიცებლად მომზადება; გეგმიური დავალებების შესასრულებლად ზომების განსაზღვრა, გეგმის შესრულების მსვლელობის კონტროლი;
  • ცენტრალური არქივების სამუშაო გეგმების პროექტების შეფასების ორგანიზაცია და დასამტკიცებლად მომზადება; ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების განხილვა და შეთანხმება, განყოფილებისათვის პროფილური საკითხების მიხედვით;
  • ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშების განხილვის ორგანიზაცია; მათი საქმიანობის ნაერთი სტატისტიკური აღრიცხვა, მონაცემების განზოგადება, ეროვნული არქივის მუშაობის შეჯამება;
  • ეროვნული არქივის  სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდიკური მუშაობის ორგანიზაცია და კოორდინაცია დოკუმენტმცოდნეობის, არქივმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინის დარგში, ეროვნული არქივის პრაქტიკაში სამეცნიერო კვლევის შედეგების, მეთოდიკური სახელმძღვანელოების, ახალი ტექნოლოგიების, მოწინავე გამოცდილების დანერგვა;
  • ეროვნული არქივის საცნობარო-საინფორმაციო ფონდის დაკომპლექტება, მოწესრიგება, დაცვა და გამოყენების ორგანიზაცია, პროფილური სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საქართველოსა და საერთაშორისო ცენტრებთან ურთიერთობა;
  • ეროვნული არქივის პროფესიულ საქმიანობაში საქართველოს ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა, მათი გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და შეფასება, საკანონმდებლო წინადადებების შეგროვება, ანალიზი და განზოგადება;
  • ეროვნული არქივის მომსახურეთა პროფესიული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების შესახებ წინადადებების შემუშავება.