სექტემბერი 548
en

სტაჟირება

 

საქართველოს ეროვნული არქივში სტაჟირება გულისხმობს ეროვნულ არქივში  ანაზღაურებად ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობას. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა  შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის, ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს. სტაჟირების კონკურსი ცხადდება  „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.

ეროვნულ არქივში არაანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა -  1 თვიდან 1 წლამდე ვადით.

სტაჟირების გავლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №80 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“.

 

1. დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო - ტექნიკური დამუშავების განყოფილების სტაჟიორი

 

2. საორგანიზაციო განყოფილების სტაჟიორი

 

3. შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი

 

4. სამეცნიერო განყოფილების სტაჟიორი

 

5. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის სტაჟიორი

 

6. ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის სტაჟიორი

 

7. თბილისის ცენტრალური არქივის სტაჟიორი

 

8. გორის ადგილობრივი არქივის სტაჟიორი

 

9. კასპის ადგილობრივი არქივის სტაჟიორი

 

10. ფოთის ადგილობრივი არქივის სტაჟიორ

 

11. გურიის რეგიონული არქივის სტაჟიორი

 

12. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივის სტაჟიორი

 

13. სამეგრელოს რეგიონული არქივის სტაჟიორი

 

14. სამცხე - ჯავახეთის რეგიონული არქივის სტაჟიორი