განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
1. ეროვნული არქივის სტრუქტურულ ერთეულებში - ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში - ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა:
- ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური და ადგილობრივი არქივების, დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის მუშაობის ორგანიზაცია დოკუმენტების დაცვისა და შენახვის, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციისა და განსაკუთრებული ღირებულების დოკუმენტებისათვის სადაზღვევო ფონდის შექმნის დარგში;
- ეროვნული არქივის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის ანალიზი.
2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზაცია და მათი ცენტრალიზებული აღრიცხვის წარმოება:
- ეროვნული საარქივო დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზაცია, მეთოდიკური უზრუნველყოფა და პრაქტიკული განხორციელება; ცენტრალური საფონდო კატალოგის წარმოება, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის მქონე დაწესებულებებში დაცული საარქივო დოკუმენტების მოცულობის შესახებ მონაცემების შეგროვება და განზოგადება;
- ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური და ადგილობრივი არქივების - სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემის შემადგენლობის, მდგომარეობის, საინფორმაციო დონის ანალიზი.
3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელება.