სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
- ეროვნული არქივის სისტემის ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზება (კომპეტენციის ფარგლებში);
- სასაწყობო მეურნეობის წარმართვა და გამართული მუშაობა;
- ეროვნული არქივის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა;
- ეროვნული არქივის სარგებლობაში მყოფი ავტოტრანსპორტის საწვავით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემის შექმნა და ხარჯვაზე კონტროლი, ასევე მათი შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ეროვნული არქივის სარგებლობაში მყოფი ძირითადი საშუალებების - ინვენტარის - აღრიცხვა;
- ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების შენობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება - ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატისა და ცენტრალური არქივების შენობაში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
- ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატისა და ცენტრალური არქივების შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვა;
- სამსახურებრივი კორესპონდენციების განხილვა და პასუხების მომზადება/რეაგირება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სამსახურის თანამშრომლები:
1 | ზურაბ ენაგელი | უფროსი | 2 30 84 11 | zenageli@archives.gov.ge |
2 | გიორგი პატარიძე | მთავარი სპეციალისტი | gpataridze@archives.gov.ge | |
3 | მერი კიკნაძე | საწყობის უფროსი | mkiknadze@archives.gov.ge | |
4 | თათია გიორგაძე | უფროსი სპეციალისტი | tgiorgadze@archives.gov.ge |