მარტი 548
en

სწავლება

 

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსის პროგრამა

 

კურსის თემატიკა:  

  • მოთხოვნები დოკუმენტის ტექსტებისადმი, დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
  • დოკუმენტების რეკვიზიტების გაფორმება;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა;
  • ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;
  • დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადებიტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა, საუწყებო ნუსხა;
  • საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
  • დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა;
  • დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება;
  • დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება;
  • შესანახ საქმეებზე ანაწერების შედგენა;
  • გასანადგურებლად გამოსაყოფ საქმეებზე აქტის შედგენა;
  • დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები და ფუნქციები;
  • მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები;
  •  არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება;
  •  არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება

 

 

საკანონმდებლო ბაზა:

  1. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება ”საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ;
  2. იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №72 „დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ;
  3. იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174  „ დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ;
  4. იუსტიციის მინისტრის 2010  წლის 22 ნოემბრის ბრძანება №362  დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შესანახვის ზღვრული ვადების დამტკიცების შესახებ;
  5. საქართველოს კანონი ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“. 

 

 

ჯგუფის წევრების რაოდენობა: 10 – 20 ადამიანი

კურს წარუძღვებიან: საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლები

კურსის ხანგრძლივობა: 10 სთ

კურსის ჩატარების თარიღი: 22-25 აპრილი

კურსის ჩატარების დრო:  15:30 – 18:00 სთ.

კურსზე რეგისტრაციის თარიღი: 16 აპრილის ჩათვლით.

კურსის საფასური თითოეულ მონაწილეზე: 150 ლარი (საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506- დადგენილებისაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“)

 

კურსზე სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScdeEkZr7Si3V4bxt4_f7kgSNQYSeHLN_WmSAhI0H7hY0MWYQ/viewform?usp=preview

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის 

დამადასტურებელი  სერტიფიკატი.