ნოემბერი 595
en

ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე

კურსის მიზანი: საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსი განკუთვნილი მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, აპირებს მუშაობას ამ სფეროში ან დაკავებული აქვს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და როგორც ხელმძღვანელს, აინტერესებს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების საკითხები.

 

კურსის თემატიკა:  

  • მოთხოვნები დოკუმენტის ტექსტის მიმართ, დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
  • დოკუმენტების რეკვიზიტების გაფორმება;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა;
  • ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;
  • დოკუმენტების გამოყენების შეზღუდვები;
  • დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები, ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა, საუწყებო ნუსხა;
  • საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
  • დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა;
  • დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება;
  • დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება;
  • შესანახ საქმეებზე ანაწერების შედგენა;
  • გასანადგურებლად გამოსაყოფ საქმეებზე აქტის შედგენა;
  • დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები და ფუნქციები;
  • მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები;
  • არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება;
  • არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება.

საკანონმდებლო ბაზა:

  1. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება ”საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“;
  2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №72 „დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“;
  3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №70 „ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
  4. საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 76: 2009 „საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტები - დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები“;
  5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174  „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“;
  6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010  წლის 22 ნოემბრის ბრძანება №362  „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების დამტკიცების შესახებ“;
  7. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“. 

 

რეგიტრაცია:   6 თებერვლის ჩათვლით

კურსის ჩატარდების თარიღი: 11 - 15 თებერვალი, 18:00-20:00 სთ-მდე.

კურსის ხანგრძლივობა:  10 აკადემიური საათი.

კურსს წარუძღვებიან ეროვნული არქივის სპეციალისტები.

კურსის ღირებულება: 150 ლარი (საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506  დადგენილების „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).

საკონტაქტო პირი: თინათინ ნერგაძე, ტელ.: 2373807, მობ.: 577348507

კურსი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივი ცენტრალურ შენობაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.#1) 

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSemjGJaVXJuDzuxdzM6qlaT8IkdigShpCCO2sbPUV_5Mgf_yQ/viewform

 

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.