აპრილი 548
en

ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფოტოგრაფ ნიკოლოზ საღარაძის კოლექციის ნაწილის ელექტრონული ვერსია ონლაინსივრცეში გამოაქვეყნა.

ფოტოებს შორისაა საქართველოში მოღვაწე მწერლების, მსახიობების, რეჟისორებისა და სხვა ცნობილი ადამიანების სურათები; ამასთან, კოლექციის გამორჩეული ნაწილია ალექსანდრე მიხაილოვისა და მელქონ კახუჩაშვილის ქუთაისური ფოტოატელიეს საჩვენებელი ალბომები, რომელმაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უნიკალური ფოტოები შემოინახა.

ფოტოები 1880-1917 წლებშია გადაღებული.

ნიკოლოზ საღარაძემ ფოტოატელიეს ათწლეულობის განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - 1947 წელს არქივს საჩუქრად პირადად გადასცა.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/nikoloz-sagharadzis-fotokolektsia-1.