ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" 2022 წელს საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ეროვნულ არქივს ეწვია და ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საარქივო დოკუმენტებს გაეცნო.

ეროვნულ არქივში ინახება აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად გადადგმული პირველი ნაბიჯების, ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების, საქართველოში აშშ-ს პირველი საელჩოს გახსნის, უმაღლესი პირების ოფიციალური ვიზიტების და შეხვედრების, შეერთებული შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტები.

ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის თეზისების მიღება დაწყებულია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცალკე სექცია მიეძღვნება საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს. კონფერენცია 2022 წლის 8-10 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციის პარალელურად, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეოდ ეროვნულ არქივში გამოფენაც გაიმართება.

დეტალური ინფორმაციია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/saertashoriso-konferentsia-2022-1