აპრილი 548
en

ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ჩატარდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო კურსი 11-15 მარტს ჩატარდება.

კურსი განკუთვნილია საქმისწარმოებისა და საარქივო სფეროებში დასაქმებულთათვის; დამწყები სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურ დეტალურად შეისწავლო დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი. 

სწავლების მიზანია საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba