მარტი 548
en

სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“

2020 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“.

ეროვნული არქივი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას. საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ ეროვნული არქივის მიერ საფუძვლიანად შემუშავებული პლატფორმით ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთი მცდელობაა. 

კონფერენციის მიზანია სტუდენტების - მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავალო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისად ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება.

 

ძირითადი მიმართულებები:

 

  • ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
  • კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
  • ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კონსერვაცია-რესტავრაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;
  • აუცილებელია კონფერენციის მონაწილემ მიუთითოს სამეცნიერო ხელმძღვანელი ან რეკომენდატორი;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 11 სექტემბერი

 

თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნა: 2020 წლის 25 სექტემბერი

ინსტრუქცია:

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferences@archives.gov.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზე:www.archives.gov.ge

 

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1

www.archives.gov.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: +995 322 37 28 01

          +995 577 13 03 80

 

ელ. ფოსტა: conferences@archives.gov.ge