ნოემბერი 548
en

ხელრთვები. დამწერები

 

კატალოგი აერთიანებს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ XI-XVIII საუკუნეების ისტორიულ საბუთებზე დართულ ხელრთვებს, კერძოდ, სამეფო ოჯახის წევრების, კათალიკოსების, საერო და სასულიერო დიდმოხელეთა დამტკიცებას - ხელის ჩართვას ანუ ხელრთვას. ხელრთვის მეშვეობით საბუთებმა შემოგვინახა ქართველი მეფეების, კათალიკოსებისა და ისტორიული პირების ავტოგრაფები, მათ შორის: გიორგი II-ის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დავით სოსლანის, რუსუდან მეფის, დავით ულუს, დავით ნარინისა და სხვათა.

კატალოგში შეტანილია 541 ხელრთვა. თითოეულ მათგანს საბუთის რაობა, თარიღი და მოკლე არქეოგრაფიული აღწერილობა ახლავს.

რედაქტორ-შემდგენელი – მანანა ჭუმბურიძე

ზომა 28.5X21 სმ.

გვერდების რაოდენობა: 415 გვ.

ყდა: მაგარი გარეკანი.