სექტემბერი 548
en

„საზედაო“ - დედაენის დღეს ახალი შრიფტი მიეძღვნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით ქართული მხედრული ანბანის საზედაო ასოების შრიფტი შეიქმნა.

შრიფტს, რომლის პრეზენტაცია დედაენის დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, საფუძვლად დაედო XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები.

შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

შრიფტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შემდეგ ბმულზე უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი: https://calligraphy.ge/product/dm-sazedao