აპრილი 548
en

საზედაო ასო „ა“ - ფრაგმენტი XV საუკუნის კონდაკიდან - კვირის დოკუმენტი

ფრაგმენტი XV საუკუნის კონდაკიდან - საზედაო ასო „ა“ - ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.

ცნობილია, რომ ქართულ ხელნაწერებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის გაფორმებას, თავსამკაულებს, კამარებს, საზედაო ასოებს. წინამდებარე ფრაგმენტზე საზედაო ასო „ა“ წარმოდგენლია გველეშაპის სახით. გრაფემა ღია ფერის საღებავებითაა შესრულებული, მათ შორის ჭარბობს შესანიშნავი წითელი ფერი - სინგური, რომელიც ქართულ ხელნაწერებში საკმაოდ ხშირადაა გამოყენებული.

კონდაკი საეკლესიო წიგნია, რომელიც გრაგნილის ან კოდექსის ფორმისაა. ძველ ქართულში კონდაკი ნიშნავდა როგორც საეკლესიო წიგნს, ისე ხის ჯოხს, რომელზეც გრაგნილი იყო დახვეული. კონდაკი, ასევე, აღნიშნავს მცირე ზომის საგალობელს, რომელიც ღვთისმსახურებაში ჯერ კიდევ ადრებიზანტიური პერიოდიდან იკიდებს ფეხს. 

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.