მარტი 548
en

საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“ დასრულდა

საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“, რომელიც 17 ივლისს ეროვნულ არქივში გაიხსნა, დღეს დაიხურა.
სკოლის მსმელებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა და საისტორიო ცენტრალური არქივის ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ სერფიტიკატები გადასცეს.
ეროვნულ არქივში საზაფხულო სკოლა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს ხუთი და საზღვარგარეთის ქვეყნების თხუთმეტი მოქალაქე მონაწილეობდა. უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იყვნენ: ისტორიის მეცნიერებათა პროფესორები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან, აგრეთვე, საკითხით დაინტერესებული სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი საფრანგეთიდან, ქალბატონი ქრისტინე ფაღავა-ბოულეზი.
საზაფხულოს სკოლის ფარგლებში ჩატარდა 24 ლექცია, სადაც მსმენელები გაეცნენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ყოფას; მიიღეს ინფორმაცია საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ, 1918-1921 წლების დოკუმენტებზე; საზაფხულო სკოლამ წარმოაჩინა რეგიონის ისტორიის კვლევისათვის ლევილისა და ჰარვარდის კოლექციებში არსებული მასალების მნიშვნელობა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტების გამოფენა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საფეხმავლო ტურისას გამართული ლექციები კოჯორ-ტაბახმელაში, სწორედ ამ ტერიტორიიდან შემოვიდა თბილისში მე-11 არმია 1921 წლის თებერვალში. 
საზაფხულო სკოლის მონაწილეები მიღებულ ინფორმაციას ასახავენ იმ სამეცნიერო პუბლიკაციებში, რომელსაც სამომავლოდ გამოაქვეყნებენ.