ოქტომბერი 548
en

სახელფასო დავალიანების დასაფარად ეროვნული არქივი ყოფილ თანამშრომლებს ეძებს

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სახელფასო დავალიანების ასანაზღაურებლად, რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს ეძებს. 2013 წლის 1 მარტიდან, ყოფილ თანამშრომლებზე, რომელთა მიმართაც 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში  სახელფასო დავალიანება არსებობდა,  კუთვნილი თანხის  გაცემა დაიწყება.

დავალიანება გაიცემა  ყოფილი თანამშრომლის ან მისი სამართალმემკვიდრის განცხადების საფუძველზე. განცხადება სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელის სახელზე უნდა დაიწეროს (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, #1). თანხა განცხადებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე ჩაირიცხება. 

აღსანიშნავია, რომ  ყოფილი თანამშრომლების უმეტეს ნაწილზე დავალიანება გასულ წლებში ეროვნულმა არქივმა უკვე გასცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, კი არქივი ამჯერად იმ 88 პირის, ან მათი სამართალმემკვიდრეების მოძიებას ცდილობს, ვისთან დაკავშირებაც აქამდე ვერ მოხერხდა. 88 პირზე გასაცემი თანხა 18 149.50 ლარს შეადგენს.