საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიას სარესტავრაციოდ გადაეცა საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული 1442-1832 წლების 70 საბუთი, რომელთა შორის სამი დოკუმენტი შესრულებულია პერგამენტზე.
ძველ საბუთთა განყოფილების მიერ ამ ეტაპზე სარესტავრაციოდ შერჩეული საბუთები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და საინტერესოა. დოკუმენტებს შორისაა: თეიმურაზ II-ეს ბრძანებები და ოქმები, ერეკლე II-ეს განკარგულება, გიორგი XII-ეს ბრძანებები, ბატონიშვილ იულონის განკარგულება. აგრეთვე მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ნასყიდობის წიგნები.
XV საუკუნის სიგელები შესრულებულია პერგამენტზე და წარმოადგენენ: ვახტანგ IV-ის, თამარ დედოფლისა და გიორგი VIII-ეს შეწირულების წიგნებს გელათისადმი.
დეტალური ინფორმაცია რამდენიმე სარესტავრაციო დოკუმენტის შესახებ:
1. 1442-1446 წლები ყმა-მამულის შეწირულების სიგელი ვახტანგ IV-ისა გელათის ღმრთისმშობლის ეკლესიისადმი. ეტრატი. გრაგნილი. 2 კეფი (ძველი ხელნაწერის ფურცელი). კეფები გადაკერებულია წითელი აბრეშუმის ძაფით. ზომა: 131,2X27,5. ახლავს ხელრთვა - მე, მეფე ვახტანგ ვამტკიცებ ნებითა ღმრთისათა, ამინ.
2. 1442-1447 წლები სოფელ კვაშხიეთის შეწირულების სიგელი დედოფალ თამარისა (ვახტანგ IV-ის მეუღლე) გელათის ღმრთისმშობლის ეკლესიისადმი. ეტრატი. გრაგნილი. 2 კეფი. კეფები გადაკერებულია წითელი აბრეშუმის ძაფით. ზომა 131,2X27,5. ახლავს ხელრთვა - თამარი
3. 1464 წლის 13 დეკემბერი. სოფლების ფოსუისა და ოროტას წყალობის წიგნი ქართლის კათალიკოს მარკოზისა მეჯინიბეთუხუცეს მამისა ბერინაშვილისადმი. ეტრატი. ზომა 54,3X20. წყალობას ემოწმება ჯვარისმტვირთველი ელიოზ ელიოზისძე:
ქ. ჩუენ ქ(რისტე)სა ღ(მრ)თისა მიერ ქ[ა]რთლისა კ(ათალიკო)ზიr
მარკოზ კანუნითა ვამტკიცებთ.
ყმა პატრონთა ბ(ძანე)ბისა მე ჯუარისმტუირთველი ელიოზისძე
ელიოზ მოწამე ვარ.
4. 1464 წ. 19 იანვარი. ყმა-მამულის შეწირულების სიგელი გიორგი VIII-ისა გელათის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი. ეტრატი. გრაგნილი. ზომა 44,3X23,5.
ახლავს ხელრთვა - მეფე გიორგი ჩემითა ხელითა ვამტკიცებ, ნებითა ღმრთისათა, ამინ.
5. [1749 წ.] ნუსხა ერეკლე II-ეს გარდაცვლილი მეუღლის დედოფალ ანას სამკაულებისა და სხვა ნივთებისა, რომელიც ერეკლემ კათალიკოს –პატრიარქ ანტონ I მიართვა.
6. 1756 წ. ბარათი თეიმურაზ II-ისა თავლიდარ ბეჟანისადმი, მისთვის თეთრის გაგზავნის შესახებ.
7. 1769 წ. ყმების შეწირულების წიგნი მამია გურიელის მეუღლე დედოფალ როდამისა (იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს ასული) ბიჭვინთის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი. ზომა 44X31,3. ხელრთვა - დედოფალი როდამი
8. 1770 წლის 2 ნოემბერი. ყმა-მამულის შეწირულების წიგნი მამია IV გურიელისა გურიის ნათლისმცემლის უდაბნოს მონასტრისადმი. გრაგნილი. 3 კეფი. ზომა 88,7X32,5. დამწერი – მდივანი იესე. ,,დამიწერია მდივანს იესეს ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდაათს, თვესა ნოენბერსა ორსა”.
ხელრთვა - მამია გურიელი.
9. 1776 წ. ბრძანება ერეკლე II-ისა ლაშქარნივის მანუჩარისადმი, მოძღვარ იოანესთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ.
10. 1798 წ. ბრძანება გიორგი XII-ისა დიმიტრი მაყაშვილისადმი, თავის ძმა დავითისთვის მიწის გაცვლის შესახებ (იმავე ფართის).
11. 1798 წ. ბრძანება გიორგი XII-ისა ერასტი ამილახვრიშვილისადმი, განაჩენის აღსრულების შესახებ.