ოქტომბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები ბათუმში გამოიფინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ ბათუმში დღეს გახსნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომი და მისი შედეგები”.

აღნიშნული ღონისძიება აჭარის საარქივო სამმართველოს მიერ არის ორგანიზებული და აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების 130 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაში, ქართველებთან ერთად, მონაწილეობენ ბულგარელი და რუსი მეცნიერები, რომელნიც 38 სამეცნიერო თემას განიხილავენ.

კონფერენციის ფარგლებში ტარდება, აგრეთვე, გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული XIX საუკუნის 70-80-იან წლებში გადაღებული ფოტოსურათები. მათზე აღბეჭდილია აჭარის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და სამხედრო შენაერთები.