აგვისტო 595
en

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ბავშვებისთვის სპეციალური გვერდი შექმნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე სპეციალური გვერდი - საქართველოს ეროვნული არქივი ბავშვებისთვის - შეიქმნა: https://archive.gov.ge/ge/bavshvebi-1

 

საბავშვო გვერდზე თავმოყრილია ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ბავშვებისა და მოზარდებისათვის საინტერესო მასალა. მათ შორისაა: პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი, ზღაპრების აუდიოჩანაწერები, ქართველი კლასიკოსი მწერლების აუდიოწიგნები, დიაფილმებისათვის შექმნილი ნახატები, საბავშვო ჟურნალ-გაზეთები, კინოსიუჟეტები.

მომავალი თაობისთვის საარქივო მასალის საინტერესოდ მიწოდებისთვის ბოლო პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.