აპრილი 548
en

რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წელს 12 500-ზე მეტი ფურცლის რესტავრაცია ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წლის 6 თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 12 522 ფურცელს, 304 ფოტოპოზიტივს, 75 ტექნიკურ ნახაზს, 69 გაზეთს და სხვა საარქივო მასალას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული, XVII-XIX საუკუნეებით დათარიღებული დოკუმენტების 469 ფურცელი; XIX-XX საუკუნეების პერიოდული გამოცემები; უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ტექნიკური განყოფილების დოკუმენტების ნახაზები; ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მასალა. 

რესტავრაცია ასევე ჩაუტარდა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ 304 ფოტოპოზიტივს (ორი ალბომი). ერთი ალბომი აერთიანებს ჟანდარმერიის მიერ გორში 1900-იან წლებში დაპატიმრებულთა ფოტოებს, ხოლო მეორე ასახავს  1975 წელს თბილისში მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას.