საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის “სპექტრი” სტუდენტებისთვის სემინარი დაიწყო. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.
მდივან-რეფერენტის სპეციალობის 20 კურსდამთავრებულს, რომელთა შორის არიან დევნილები და უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ერთკვირიანი საწარმოო პრაქტიკა უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.
ეროვნული არქივის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები სტუდენტებს საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს გააცნობენ. კერძოდ, საქმეთა ნომენკლატურის შედგენისა და საქმეთა ფორმირების; დოკუმენტების აღრიცხვის; საქმეთა გაფორმების წესებისა და სხვა საკითხების შესახებ მსმენელები ინფორმაციას მიიღებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ მეცადინეობების საფუძველზე.
სასწავლო პრაქტიკა 21 ივნისამდე გაგრძელდება.