აპრილი 548
en

პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ესკიზებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო გერბის ესკიზებს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო.

ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა (ესკიზი) და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი (ესკიზი, ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლია.