საქართველოს პარლამენტის კუთვნილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტები დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში სარესტავრაციოდ გადაიტანეს.
ამ პროცესში მონაწილეობდნენ: პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის წარმომადგენლები და სხვები.
დოკუმენტებს შორისაა: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტები; 1921 წლის კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის პროექტი; საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი; მთავრობის შტანდარტი და სხვ.
დოკუმენტები წლების განმავლობაში პარლამენტის დარბაზებსა და ფოიეში იყო გამოფენილი, რამაც მათი დაზიანება გამოიწვია.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პარლამენტის შენობაში დოკუმენტების დაცვისათვის შესაბამისი პირობები არ არსებობს, ამიტომ, რესტავრაციის შემდეგ უნიკალური დოკუმენტები, როგორც პარლამენტის კუთვნილება, შენახვისათვის ეროვნულ არქივში დარჩება, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მათი ასლები გამოიფინება.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, „რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში პირველ ეტაპზე შეისწავლიან დოკუმენტების დაზიანების ხარისხს და შეარჩევენ რესტავრაციის მეთოდს. დოკუმენტებს ჩაუტარდება დეზინფექცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები“.