ივნისი 548
en

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ოსკარ შმერლინგის ღია ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“ გამოქვეყნდა. 

შარჟისა და კარიკატურის ჟანრში 1928 წელს დაბეჭდილი ღია ბარათებით გადმოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის სოციალური ყოფის ცალკეული ეპიზოდები. შმერლინგის იუმორისტულმა შემოქმედებამ ასახა თბილისელთა ტიპაჟები, მათი საქმიანობა, გართობა, დასვენება და ვაჭრობა. 

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. გამორჩეულია მისი ღვაწლი ქართული შარჟისა და კარიკატურის, ასევე, ილუსტრაციის განვითარებაში.

ღია ბარათების კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/oskar-shmerlingi-tsarmavali-tbilisi-1