ოქტომბერი 548
en

მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე ეროვნულ არქივში

საქართველოს ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს.

საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

დღეს კი ეროვნული არქივის კინოთეატრში კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს“ 2013 წელს არის გადაღებული და მერაბ კოსტავას ეძღვნება.