ოქტომბერი 548
en

„მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“, „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“ - აღდგენილი ფილმები ეროვნული არქივის კინოდარბაზში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი აღდგენილი ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებებს მასპინძლობს. 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის ფარგლებში 10, 11 და 12 ივნისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ალექსანდრე რეხვიაშვილისმე-19 საუკუნის ქრონიკა“ (1978), ნანა მჭედლიძისპირველი მერცხალი“ (1975) და ელდარ შენგელაიასშერეკილები“ (1974).

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მომდევნო ჩვენებებზე მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: მერაბ კოკოჩაშვილისდიდი, მწვანე ველიდა რეზო ესაძისერთი ნახვით შეყვარება". რეტროსპექტივას 19 ივნისს თენგიზ აბულაძის "მონანიება" დახურავს

ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისიდან მიმდინარეობს. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.