აპრილი 548
en

ქართული საგალობლების ხელნაწერი ნოტები ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

ძმები კარბელაშვილების შეგროვილი და გადაწერილი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ნოტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ონლაინკოლექციის სახით გამოქვეყნდა. 

კოლექცია  მოიცავს რამდენიმე ათეულ საგალობელსა და ტროპარს. მასში შედის  როგორც ძმები კარბელაშვილების ავტოგრაფული ტექსტები, ისე სასულიერო სემინარიის სტუდენტების მიერ გადაწერილი ნოტები. 

საგალობლების ხელნაწერი ნოტები ნაწილია იმ ძვირფასი საარქივო მასალისა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში, პოლიევქტოს კარბელაშვილის პირადი ფონდში, 1940-იანი წლებიდან ინახება.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/sagaloblebis-notebi-1.