აპრილი 595
en

გრიგორიანული ეკლესიების მეტრიკული ჩანაწერების დამუშავება და აღწერა დასრულდა

საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დასრულდა მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მდებარე 177 გრიგორიანული ეკლესიის დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების საეკლესიო-მეტრიკული ჩანაწერების (სულ 4000-მდე წიგნი) დამუშავება და აღწერა.

აღნიშნული მეტრიკული წიგნების  შესახებ ინფორმაცია ეკლესიის დასახელების, მდებარეობისა და კიდური თარიღების მითითებით ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის საიტზე, სპეციალურ პროგრამაში - http://archival-services.gov.ge/saeklesio .

დაინტერესებულ პირს შეუძლია შეუკვეთოს თემატური ხასიათის ცნობა ან როგორც მკვლევარმა თავად იმუშაოს აღნიშნულ წიგნებზე საისტორიო არქივის მკვლევართა დარბაზში.