მარტი 548
en

„გასეირნება გარეთუბანში“ - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „გასეირნება გარეთუბანში“ გაიხსნა.

ექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცული XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის, კერძოდ, დღევანდელი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ-საგანანმანათლებლო დაწესებულებების შენობების შესახებ არსებულ მასალას მოიცავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი გიმნაზიების, მუზეუმების, თეატრების, დროებითი ცირკებისა და სინემატოგრაფის ნაგებობათა პროექტები, ნახაზები, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა.

გამოფენის კურატორია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი თამთა შონვაძე. 

გამოფენა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.