დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები:
- საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე (ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში)
- 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ოქმი
- სხდომის ფოტოები
დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა.
დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.