ოქტომბერი 548
en

ესეების კონკურსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საგანმანათლებლო პროექტ„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 2022 წელს სეების კონკურსის ფორმატით გამართავს.

პროექტში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ამისთვის 2022 წლის 1 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის თემაზე მათ მიერ მომზადებული  ესეები და შევსებული სარეგისტრაციო ანკეტები საკონკურსო კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გააგზავნონ.

ფინალურ ტურში, რომელიც 2022 წლის მაისში გაიმართება, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორი მიიღებს მონაწილეობას, ისინი ZOOM-ის პლატფორმაზე, პირდაპირ ჩართვაში, 90 წუთის განმავლობაში, შეთავაზებულ კონკრეტულ თემაზე ესეს დაწერენ. დაჯილდოვდება 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი.

პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროექტის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2022-1.