საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივმა კერძო პირისაგან შეიძინა 1838-1919 წლების 51 ხელნაწერი დოკუმენტი და ნაბეჭდი წიგნი „დავითნი“, რომელიც საისტორიო ცენტრალური არქივის საცავში დაიდებს ბინას.
„დავითნი“ გამოცემულია 1850 წელს და დაბეჭდილია ნუსხური დამწერლობით. წიგნი შედგება 442 ფურცლისგან, აქვს ტყავგადაკრული ხის ყდა. „დავითნი“ ეკუთვნოდა წევის წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზ მაკარი გაჩეჩილაძეს.
რაც შეეხება ხელნაწერ დოკუმენტებს, მათი უმეტესობა სამაჩაბლოს, კერძოდ ცხინვალისა და მის დაქვემდებარებულ სოფლების ისტორიას ახასავს. დოკუმენტების ნაწილი შეეხება თავად მაჩაბლებისა და აზნაურ ჯაფარიძეების ქონებრივ მდგომარეობას.
მნიშვნელოვანია 1891 წელს გაცემული საბუთი, რომელიც ეხება სოფელ თამარაშენში მცხოვრებლებიდან ყარაულების გამოყვანასა და გზებზე დაყენებას. საბუთებს შორისაა 1879 წლის განაჩენი ცხინვალის მცხოვრებლებს შორის ვენახისა და მიწების განაწილების შესახებ.
გარდა სამაჩაბლოს სოფლებისა, დოკუმენტებში მოხსენიებულია იმერეთისა და ხაშურის სოფლების მაცხოვრებელთა წყალობის, ნასყიდობის, პირობის, გაყრის, გარიგების, ვალის წიგნები და თამასუქები.
ასევე დოკუმენტების მცირე ნაწილი მოიცავს პირად წერილებს. მაგ. 1857 წელს, ვინმე მორჩილი წერს თავის მშობლებს და ატყობინებს თავის ამბებს.
6 დოკუმენტი დაწერილია რუსულ ენაზე და ასახავს სასამართლო გადაწყვეტილებებს.
ხელნაწერი დოკუმენტები დაზიანებული იყო და ყველა მათგანს უკვე ჩაუტარდა რესტავრაცია.
ახლადშეძენილი დოკუმენტები კიდევ უფრო გაამდიდრებს საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცულ მდიდარ მასალას სამაჩაბლოსა და მაჩაბლების შესახებ.