მარტი 548
en

ეროვნული არქივის თანამშრომლები სემინარში მონაწილეობენ

საქართველოს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ 6-7 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ პიზაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში „კარტოგრაფია და საკადასტრო რუკები“. 

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კულტურული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება  და მისი  ორგანიზატორები არიან პიზას „ნორმალე“ უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის ქალაქისა და მალტის ეროვნული არქივები.

სემინარის ძირითადი თემებია: ისტორია და საკადასტრო აზომვის კარტოგრაფიული ანალიზი; საკადასტრო რუკები არქივში; დიდი ზომის ისტორიული რუკების დიგიტალიზაცია და ონლაინ პუბლიკაციები და სხვ.
საქართველოს ეროვნული არქივის წარმოადგენლები წარსდგებიან მოხსენებით: „რუკების დიგიტალიზაცია და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა საქართველოს ეროვნულ არქივში“.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ეროვნულმა არქივმა დაიწყო მუშაობა პროექტზე „ელექტრონული კარტოგრაფია“, რაც ითვალისწინებს ეროვნულ არქივში დაცული რუკების ციფრული ვერსიების შექმნას, მათ აღწერას და მონაცემთა ბაზაში განთავსებას. ამ ეტაპზე 1000-მდე რუკის ციფრული ასლია შექმნილი.