დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის ვებგვერდზე ისტორიული ძეგლების ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული  ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი.

ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად. ფოტოებს შორისაა ალავერდის, გელათის, ბაგრატის, ლიხნის, ბიჭვინთის, გრემის, სამთავისის, იტრიის, უბისის, კვირიკესა და ივლიტას, მოწამეთას, ნიკორწმინდას, ბარაკონისსაფარას ეკლესია-მონასტრები, ასევე აწყურის, ანაგის, სამწევრისის, ორბელის, ხერთვისის ციხეები, ბესლეთის ხიდი და სხვა ისტორიული ძეგლები.

კოლექციაში შეტანილია თანამედროვე პერიოდის ფოტოებიც, რომლებიც პროექტეროვნული არქივის ექსპედიციებისფარგლებში გადაღებული. პროექტი ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და არქივში შენახვას

კოლექციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/istoriuli-dzeglebi-1.