ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია მერვედ გაიმართება

საქართველოს ეროვნული არქივის VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ 2023 წლის 21-23 სექტემბერს გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს. თეზისების მიღება უკვე დაწყებულია და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

VIII საერთაშორისო კონფერენცია მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს ეძღვნება და დავით IV-ისა და მისი ეპოქის შესახებ ცალკე სექცია დაემატება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/viii-saertashoriso-konferentsia-1.