მარტი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი მუშაობას 1 ოქტომბერს განაახლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი 1 ოქტომბერს მუშაობას განაახლებს. პირველ ეტაპზე დარბაზი სამეცნიერო კვლევებზე მომუშავე პირებს მოემსახურება.

  • მკვლევართა დარბაზი გაიხსნება შემდეგ ლოკაციებზე: 
  • საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
  • უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
  • კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); 
  • თბილისის ცენტრალური არქივი (ზაქარიაძის ქ. N4).

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. 

 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკვლევართა დარბაზში მოქმედი  შეზღუდვების, დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf?fbclid=IwAR37cCzOoeehfh_yua6i2qXF_XbWlkPfR0M8ECKTDkuRs7_pnqM6YKUNLxE.