აპრილი 548
en

ეროვნული არქივი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ითანამშრომლებს

 

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მააიკე ვან კოლდამი ეროვნულ არქივს ეწვია და გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის მჭირდო თანამშრომლობა დაიწყოს დოკუმენტების რესტავრაცი, დიგიტალიზაციის, ელექტრონული არქივები, ერთობლივი გამოფენების ორგანიზების მიმართულებით.

მხარეთა შეთანხმებით ეროვნული არქივი დაიწყებს მუშაობას საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობის ამსახველი საარქივო მასალის გამოსავლენად და ნიდერლანდების საელჩოსთან ერთად ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მოამზადებს.