საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში პროექტის – „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.
„კვირის პალიტრის“ პროექტის ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, სკივრი კიდევ ერთხელ გაიხსნა და ადრესატები 25 წლის წინ მათთვის გაგზავნილ წერილებს მიიღებენ.
მოქალაქეების მიერ დაწერილი გზავნილები ეროვნული არქივის საცავში 2000 წლიდან ინახება. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა. წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში, დაილუქა და ეროვნულ არქივში დაიდო ბინა.
ღონისძიების შემდეგ სკივრი კვლავ დაილუქა და 2050 წელს გაიხსენება.