საქართველოს ეროვნული არქივი, „M.T. - Studio-სა“ და „კიკალა სტუდიოსთან“ ერთად, ჩართულია პროექტში „ძველი და ახალი“, რომლის მიზანია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ასახვა. პროექტი ითვალისწინებს მაღალმხატვრული ალბომის შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, შევადაროთ საუკუნისწინანდელი რეალობა აწმყოსთან.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნულმა არქივმა მოიძია ძველი საწარმოების, ამა თუ იმ შინაარსის დაწესებულებისა და მათი მუშაკების, მედიკოსების, ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანების, ასევე, ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, რომლის თანამედროვე ანალოგს „კიკალა სტუდიო“ იღებს.
შერჩეულ მასალაში უნიკალური კადრებია, რომელიც მე-19-მე-20 საუკუნეებში სხვადასხვა ფოტოგრაფმა გადაიღო.
პროექტის ფარგლებში მომზადებული გამოცემა 2012 წლის გაზაფხულზე დაიბეჭდება.