ოქტომბერი 548
en

დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით ახალი სტანდარტები ძალაში შევიდა

 

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული სტანდარტი სსტ 76: 2009 „საორგანიზაციო განკარგულებითი დოკუმენტაცია. დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები“ და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ 2001 წელს მიღებული სტანდარტის ქართულენოვანი ვერსია: სსტ ისო 15489-1: 2009 „ინფორმაცია და დოკუმენტაცია. დოკუმენტის მართვა. ძირითადი მოთხოვნები“ ძალაში შევიდა.  
აღნიშნული სტანდარტები საქართველოს სტანდარტიზაციის, ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ ორი კვირის წინათ დაამტკიცა. 
სტანდარტი „საორგანიზაციო განკარგულებითი დოკუმენტაცია. დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები“ განსაზღვრავს ორგანიზაციების მიერ მმართველობითი დოკუმენტების (აქტების, ბრძანებების, ბრძანებულებების, განკარგულებების, გადაწყვეტილებების, განმარტებითი ბარათების, ინსტრუქციების, მოხსენებითი ბარათების, წარდგინებების და სხვ.) დოკუმენტების შედგენისა და რეკვიზიტების განლაგების წესს. 
თვალსაჩინოებისათვის სტანდარტში მოცემულია დოკუმენტზე რეკვიზიტების განლაგების სქემები და ბლანკების ნიმუშები. 
სტანდარტი „ინფორმაცია და დოკუმენტაცია. დოკუმენტის მართვა. ძირითადი მოთხოვნები“ კი არეგულირებს სახელმწიფო, კომერციული, და საზოგადოებრივი დოკუმენტების მართვის პროცესებს (განურჩევლად დოკუმენტის ფორმატისა და მატარებლის სახეობისა) და მოიცავს სახელმძღვანელო მითითებებსა და მეთოდურ რეკომენდაციებს.