მარტი 548
en

არქივში შეტანილ განაცხადზე ინფორმაცია მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნებათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მოქალაქეებს მათი განცხადების განხილვის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას დღეიდან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით უგზავნის. 
ამ მომსახურების დანერგვა მოქალაქეს საშუალებას აძლევს აკონტროლოს მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე ნებისმიერი ქმედება - ცნობის გატანის თარიღი, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის საჭიროება და სხვ. 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეროვნული არქივი 22 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა. ისინი არქივს, ძირითადად, შემდეგი დოკუმენტებისასთვის აკითხავდნენ: ცნობა ქონებრივი უფლების დადასტურების შესახებ; ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ; ცნობა სამუშაო სტაჟის შესახებ; ცნობა მოქალაქეთა დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ; ცნობა განათლების შესახებ.