მარტი 548
en

არქივის ღია კარი

არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს - საქართველოს ეროვნული არქივი ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით“ ხვდება.

8 და 9 ივნისს დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისათვის მან წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ასეთი ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ტარდება. 

ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ.

„არქივის ღია კარისათვის“ მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტების, კინოფირებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, პავილიონის დათვალიერებას.

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ:: 2105916; ელექტრონული ფოსტა: info@archives.gov.ge.