აპრილი 548
en

ანონსი

23 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ არქივს ეწვევა და  დაათვალიერებს დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, ინვენტარითა და ქიმიური ჭურჭლით აღიჭურვა.

ლაბორატორიის მოდერნიზაცია მიმართული იყო დოკუმენტების კიდევ უფრო მაღალი დონის რესტავრაცია-კონსერვაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და  რესტავრატორთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისაკენ.

ლაბორატორიისათვის შეძენილია ორი  გამწოვი კარადა Biosafety Cabinet BSC-1500IIA2-X, რომელთა მეშვეობით რესტავრატორი დოკუმენტების ქიმიური რეაქტივებით დამუშავებისას დაცული იქნება მათი ზემოქმედებისაგან. სარესტავრაციო დოკუმენტების დაზიანების ხარისხის განსაზღვრასა და რესტავრაციის ეფექტიანი გეგმის შედგენაში რესტავრატორებს ამიერიდან ბინოკულარული სტერეო-მიკროსკოპი დაეხმარება.

რესტავრაციის ლაბორატორია ეროვნული არქივის მასალებთან ერთად სხვა ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების არქივებში დაცული დოკუმენტების რესტავრაციაზეც მუშაობს.