საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს ჩეხური ფილმების ჩვენება „აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“ რეჟისორ კარელ ლამაჩის ფილმით „სიყვარულის ცოდვები“ (Hríchy lásky, 1929) გაიხსნა.
4 დღის განმავლობაში, 28 აპრილის ჩათვლით, ქართველი მაყურებელი იხილავს 1929-1977 წლების მხატვრულ ფილმებს: „ექსტაზი“ (Extáze), „ახალბედა ჯალათის საქმე“ (Případ pro začínajícího kata), „გვირილები“ (Sedmokrásky), „ადელს ჯერ არ უვახშმია“ (Adéla ještě nevečeřela), „კატა კასანდრა“ (Až přijde kocour). ამასთან, ცალკე სეანსად არის დაგეგმილი ანიმაციური ფილმების ჩვენება.
ღონისძიება ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ და საქართველოში ჩეხეთის ცენტრის დირექტორმა ივანა ბურსიკოვამ გახსნეს.
კინოჩვენების პროგრამა ჩეხეთის ეროვნული კინოცენტრის მიერ არის შედგენილი. ღონისძიების პარტნიორია ჩეხეთის ცენტრი თბილისში.
კინოჩვენებების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/movies
კინოთეატრის მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).